1761851455
შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
ქსელში გადართვების გამო, 3 ნოემბერს, თბილისის გარკვეულ ქუჩებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია "თელასი" კონკრეტულ გრაფიკს და ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:
01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), სადგური ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, მეფრინველეთა ფაბრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, მეფრინველეთა, გოკიელის, ფრანგულიანის, ღლონტის, ხარაძის, ბაქარაშვილის, ნახუცრიშვილის, ორახელაშვილის, კაკაბაძის, აფხაზავას, სტურუას, ნამორაძის, ტყემალაძის, ჭირნახულის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.











