„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778433557
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ თავის პოდკასტში ხვიჩა კვარაცხელიას „ბაიერნთან“ თამაშზე ისაუბრა და მისი „ნაპოლიში“ ყოფნის პერიოდი გაიხსენა.
რას ამბობს დი მარციო:
„ხალხი იტყვის: საჭიროა დიდი ფიგურები, კონკრეტული მახასიათებლების მქონე მოთამაშეები. სერია A-ში გვყავდა ერთი ასეთი - ხვიჩა კვარაცხელია. „ბაიერნთან“ კვლავ ვიხილე „კვარადონა“: სიცრუეა, თითქოს ის „ნაპოლიში“ დაცვით ფაზაში ასე არ თამაშობდა. ლუჩანო სპალეტის დროს ის უკან, კუთხურის ალმამდეც კი ჩამოდიოდა. შესაძლოა, ამას ყოველთვის სტაბილურად არ აკეთებდა, მაგრამ მაინც აკეთებდა. ვფიქრობ, მისი დაცვითი უნარები სწორედ სპალეტის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა და შემდეგ უკვე ლუის ენრიკესთან სრულყოფილი გახდა...“