1758051983
„ნამდვილი დინამიტი“ | ფრანგულმა გამოცემამ ზურიკოზე დაწერა

ფრანგულმა გამოცემამ, Peuple Vert-მა „სენტ-ეტიენს“ სტატია მიუძღვნა და „მწვანეების“ გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელა. Peuple Vert-მა აქცენტი შემტევებზე გააკეთა და მისი ყურადღების ცენტრში ზურიკო დავითაშვილიც მოექცა.
„ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში უკვე ორი გოლი გაიტანა. პასების კუთხით, ის თანაგუნდელებზე ნაკლებად გადამწყვეტია, მაგრამ ამას საოცარი ტექნიკითა და სახიფათო ეპიზოდების შექმნის უნარით ანაზღაურებს. დავითაშვილი ნამდვილი დინამიტია — მას შეუძლია სისწრაფისა და ერთი-ერთზე თამაშის წყალობით ნებისმიერი დაცვის ხაზი გაარღვიოს...“