1758051983
ითამაშებს თუ არა ხვიჩა ატალანტასთან - ლუის ენრიკეს კომენტარი

ხვალ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს, დღეს კი პარიზელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
ლუის ენრიკე:
„ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ვართ და ამბიციურები უნდა ვიყოთ. გვსურს, გავაგრძელოთ ისტორიის წერა. „ატალანტამ“ მწვრთნელი შეცვალა, ამიტომ არ ვიცოდით, რას უნდა ველოდოთ მათგან. ივან იურიჩის ხელმძღვანელობით მათ მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარეს, მაგრამ ასეთ რამეს მიჩვეულები ვართ. ხვალ რთულ და დაძაბულ მატჩს ველოდებით და ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ…“