ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781454605
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დასტინ პორიემ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბის შესახებ თავისი მოლოდინები გააზიარა.
რას ამბობს პორიე:
„ვნახე რაც მოხდა ილიას და ჯასტინს შორის და არ ვიცი, რა ხდება. თუმცა ვნახე, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი. ჯასტინმა თქვა: „მესმის, შენმა ცოლმა რატომაც მიგატოვა“ ან რაღაც მსგავსი, „ხალხს შენს გარშემო ყოფნა არ უნდაო“ და არ ვიცი, ილია ცდილობს ამას ჩაეჭიდოს, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხას თუ რა. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ჯასტინს მისი ცოლისთვის დიდი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. არ ვიცი, ეს ჩემი საქმე არაა...“