ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ,,პრაიმტაიმს" კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობას ჩაიტარებს.
მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძეს COVID-19 პირველად 2020 წლის 17 ნოემბერს დაუდასტურდა.