„სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი აქვს ნაჭამი...“ - რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურის ტრაგედიაზე
1749152746
ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების ფონზე საავადმყოფოების დატვირთვა მკვეთრად გაიზარდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, მართალია ჩინეთის ხელისუფლება დაინფიცირებულთა რაოდენობას სტაბილურს უწოდებს, თუმცა რეალურად საავადმყოფოებში დაინფიცირებულთა რაოდენობა შესამჩნევად არის გაზრდილი.
ჯანმო-ს განცხადებით, განსაკუთრებით რთული ვითარება დიდ ქალაქებში - პეკინსა და შანხაიშია.
Reuters-ის ინფორმაციით, შანხაის საავადმყოფომ თავის პერსონალს უთხრა, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ „ტრაგიკული ბრძოლისთვის“ მოემზადონ, რადგან დიდი ალბათობით ქალაქის 25 მილიონი ადამიანი ნახევარი წლის ბოლომდე დაინფიცირდება.