საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის გრძნობების გამოხატვა, საერთოდ, საკმაოდ რთულია, მაგრამ არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც ეს დიდი პრობლემაა. არა, მათი გული ყინულივით ცივი კი არ არის, არამედ მიუწვდომელია, როგორც მდიდრული სასახლე, რომელიც მაღალი, ეკლიანი კედლებითაა გარშემორტყმული.
ფაქტია, რომ ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ყველაფერს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ცხოვრების რომანტიკულ სფეროს ეხება. ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს არ სურთ დაუშვან შეცდომა და არასწორად აირჩიონ ცხოვრების მეგზური. როგორც ასტროლოგები აცხადებენ, განსაკუთრებით ზოდიაქოს 6 ნიშნის წარმომადგენლებს უჭირთ თქვან „მიყვარხარ“. მათ შორის სასწორი მე-6 ადგილს იკავებს.
მე-6 ადგილი – სასწორი
სასწორი ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც დიდხანს ფიქრობს და ყველა დადებით და უარყოფით მხარეს დიდი ხნის განმავლობაში აწონ-დაწონის. გარდა ამისა, ეს არის ნიშანი, რომლისთვისაც რთულია გადაწყვეტილების მიღება. იგი დიდხანს იკავებს თავს, რათა სწორად შეძლოს საკუთარ გრძნობებში გარკვევა, ცდილობს, თავის გულს მოუსმინოს. ეს არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ იგი მხოლოდ თვითდაკვირვების შემდეგ იქნება მზად ხმამაღლა უთხრას სანუკვარი სიტყვები სასურველ ადამიანს და არ ეშინოდეს, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვას.
მე-5 ადგილი – მშვილდოსანი
მშვილდოსანს შეუძლია ადვილად შეიყვაროს, ამისათვის მან უბრალოდ მზრუნველობა უნდა იგრძნოს მეორე ადამიანის მხრიდან, რის შემდეგაც მის ქვეცნობიერ იდეალიზაციას იწყებს. პრობლემა ის არის, რომ მშვილდოსნებს საერთოდ არ შეუძლიათ ადამიანში უარყოფითი თვისებების შემჩნევა. უფრო სწორად, ისინი მზად არ არიან დაიჯერონ, რომ რომელიმე უარყოფითი თვისება შეიძლება თანდაყოლილი იყოს ამა თუ იმ ადამიანში. ისინი ყოველთვის მზად იქნებიან, ამ ადამიანის ნებისმიერი გადაცდომა გაამართლონ ფრაზით: „მან ეს განზრახ არ გააკეთა“ ან „უბრალოდ, არ იცოდა, მაგრამ ახლა ყველაფერს მიხვდა“. ამიტომ მშვილდოსანი, როგორც წესი, არ ცდილობს დაუყოვნებლივ განაცხადოს თავისი გრძნობების შესახებ, რადგან ეშინია არჩეულ ადამიანში არ შეცდეს და სიჩქარით შეცდომა არ დაუშვას.
მე-4 ადგილი – მორიელი
მორიელი, მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია, ამ საკითხს მარტივად ნამდვილად ვერ აგვარებს. იგი შეიძლება მკაცრად გამოიყურებოდეს და ნამდვილად შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში, მაგრამ შინაგანად სრულიად დაუცველია და არ სურს, ამ მხრივ ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანს. ამიტომ მორიელები დიდხანს ცდილობენ გაერკვნენ იმ ადამიანში, რომელმაც მათი ყურადღება მიიპყრო, გაეცნოს მის გარემოცვას და ცხოვრების წესს, სანამ გულახდილი იქნება მასთან და თავის გრძნობას გაუმხელს, რათა მოგვიანებით არ ინანოს... სრულად