„ბიზნესმენი მანქანაში ჩაცხრილეს, 20 ტყვია მოხვდა...“ - „ტიკილას“ მკვლელობის საქმე
1745700265
ვეტერანი ბორჯღალოსანი, დავით კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა(57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.
აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე ჩაანაცვლა.
მას ეროვნულ ნაკრებში 122 თამაში აქვს ჩატარებული, რაც ქართული რაგბის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.
„ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მადლობა მინდა ვუთხრა ნამდვილ წევრებს, ვინც ხმა მომცა და ამირჩია, ნდობა გამომიცხადა.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ფუნდამენტი, საფუძველი იმ ყველაფრის, რაც ჩვენ გაგვაჩნია საბოლოო ჯამში. ამიტომ, დავიწყებთ ქვევიდან ყველაფრის გამაგრებას იმისთვის, რომ შემდგომში რესურსი გვქონდეს მაღალი მიღწევებისთვის.
ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით ვაჩვენეთ არა მხოლოდ სპორტული მხარე, არამედ სტაბილურობის მხარე, მენეჯმენტის მხარე და ასე შემდეგ, რომ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რათა ვიყოთ იმ დიდი ექვსი ერის ოჯახის წევრები“, - განუცხადა „ქრონიკას“ დავით კაჭარავამ.