„სახლში მძიმე ენერგიის მატარებელი ადამიანებისა და ნივთების შემოყვანა არ შეიძლება!...“ - რას წერს ასტროლოგი

ენერგია

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სახლში დაგროვებულ ნეგატიურ ენერგიებზე და მატ წმენდის მეთოდებზე საუბრობს:

საცხოვრებელ სახლში მძიმე ენერგიის მატარებელი ადამიანებისა და ნივთების შემოყვანა არ შეიძლება, ამით მეტ პრობლემებს იზიდავს ოჯახი.

სახლი - როგორც ძველი ბერძნები გვაუწყებენ, ეს პატარა კოსმოსია. მასში მუდამ ენთო ცეცხლი, რომელიც არ უნდა ჩამქრალიყო, იგი ითვლებოდა ოჯახის სულის სიმბოლოდ.

ეთნოგრაფიულად საქართველოში გვქონდა თითოეულ ოჯახში ცეცხლის კერა, რაც ბუხრის სახელს ატარებს. ჩვენში და ზოგადად, ქრისტიანულ სამყაროში იგი ითვლება ,,შინაგანი სინათლის და სიყვარულის სიმბოლოდ.''
სუფთა ეზოთერულ სამყაროში სახლს მიიჩნევენ საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლად. თუ შინაგან ცხოვრებაში ქაოსია, ხშირად სახლშიც უწესრიგობა ჩნდება და პირიქით, როცა სახლი მოწესრიგებულია, ადამიანიც უფრო დაბალანსებულად გრძნობს თავს.

სახლს არ უყვარს დიდი ხნით ნეგატიური ენერგიის დატოვება, ამიტომ პერიოდულად წმენდვაა საჭირო.
აუცილებელია მტვრისგან გათავისუფლება, ჰაერის განახლება, ხოლო სახლში, სადაც მარტო ცხოვრობთ ან ნაკლებს საუბრობენ, კარგია თუ ზარი გექნებათ, ზარის ხმა სიჩუმის ვიბრაციას ამტვრევს და სხვა ენერგია შემოაქვს.
ძალიან კარგია საკმეველის გამოყენება. დამატებით მარილის მოხმარება. შეგიძლიათ მარილი პატარა თასებში ჩაყაროთ და ყველა ოთახში განათავსოთ რამდენიმე დღით, მერე აუცილებლად გადააგდეთ გარეთ ნაგავში. იატაკიც შეგიძლიათ გაწმინდოთ მარილიანი წყლით.

შეიძლება ანთებული სანთლითაც ოთახებში სიარული და მცირედით ილოცოთ რომ ნეგატივისგან გათავისუფლდეს ბინა.

მცენარეებიდან კარგია სალბის ჩართულობა, საოცრად განმუხტავს ცუდ ენერგიას. ასე რომ საკმაოდ ემოციური ნატურაა სახლი, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.