რომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და როგორ შეიძლება მოხვდეს კორპუსის ბინებში
1757874214
საბოლოოდ, რა განსაზღვრავს ქვეყნის ინტელექტუალურ უპირატესობას? განათლება? გენიალური მეცნიერები? IQ ტესტის შედეგები?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ერთ-ერთმა საერთაშორისო კვლევამ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ჭკვიანი ქვეყნების რეიტინგი შეადგინა — და შედეგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
რა და როგორ განისაზღვრა?
კვლევამ გააანალიზა არაერთი ფაქტორი, რომლებიც, ავტორების მოსაზრებით, ინტელექტუალური განვითარების ძირითადი მაჩვენებლებია:
ნობელის პრემიის ლაურეატებისა და ნომინანტების რაოდენობა — 1901 წლიდან 2024 წლამდე;
უნივერსიტეტების დონე და ხარისხი — რამდენად აქტიური და წამყვანი საგანმანათლებლო სისტემა აქვთ ქვეყნებს;
საშუალო IQ ქულა — ლინ-ბეკერის საერთაშორისო შკალის მიხედვით;
აკადემიური განათლების დონე — რამდენი ზრდასრული მოქალაქე ფლობს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხს.
ტოპ 10 ყველაზე გონიერი ქვეყანა
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ინტელექტუალური ლიდერობა მხოლოდ განათლების სისტემის განვითარებაზე არ არის დამოკიდებული — მნიშვნელოვანია ისტორიული და კულტურული ფაქტორებიც, სახელმწიფოს ინვესტიცია მეცნიერებასა და ადამიანურ კაპიტალში, და ზოგადი სამოქალაქო ცნობიერება.
საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება:
შვეიცარია
გაერთიანებული სამეფო
ამერიკის შეერთებული შტატები
ნიდერლანდები
ბელგია
შვედეთი
გერმანია
პოლონეთი
დანია
ფინეთი