რომელია ამ კვირის ყველაზე იღბლიანი დღე და როდის ჯობს, ფრთხილად ვიყოთ

ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

21 აპრილი
ჯობს, ამ დღეს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პარტნიორობას ეხება. შეიძლება, კომუნიკაციის სირთულეებმა გარკვეული გაუგებრობები გამოიწვიოს და კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. გარდა ამისა, აღნიშნულ დღეს შესაძლოა, ფარულ ზრახვებთან და მანიპულაციასთან გამკლავებაც მოგიწიოთ. ეს არის დრო, როდესაც ბევრი ადამიანი გააცნობიერებს, ვინ არის რეალური მეგობარი და გულშემატკივარი და ვინ შეიძლება, იმედი გაგიცრუოთ.

22 აპრილი
ეს დღე ახალი წამოწყებებისა და სხვებთან ურთიერთობის გამყარებისთვის შესანიშნავია. მეტიც, შესაძლოა, სასარგებლო ცვლილებები და შეთავაზებები სრულიად მოულოდნელად მიიღოთ. მთავარია, სიახლეების არ შეგეშინდეთ და არასტანდარტულ სიტუაციებში მოქნილობა გამოავლინოთ. ასეთ შემთხვევაში, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

23 აპრილი

ამ დღეს შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები და სირთულეები შეგხვდეთ და იმ საქმეების შესრულება, რომლებიც დაგეგმილი გქონდათ, გაგიჭირდეთ. აღნიშნული დღის ენერგია პროგრესს ანელებს. ამიტომ, შესაძლოა, ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობა იგრძნოთ. ემოციურად რთული პერიოდი მალე გაივლის, შექმნილი დაბრკოლებები კი მნიშვნელოვან გამოცდილებას მოგცემთ.

24 აპრილი
ეს დღე მონდომებისა და ლიდერული თვისებების გამოხატვისთვის იდეალურია. თავდაჯერებულობისა და ენერგიის მომატებას იგრძნობთ, რაც თამამი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგცემთ...ვრცლად