ყველაზე კარგი დრო თმის შესაჭრელად მაისში - საუკეთესო დღეები მთვარის ფაზების მიხედვით
1777812360
ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გამომწერებს ხშირად უზიარებს ასტროლოგიასა და ეზოთერიკასთან დაკავშირებულ რჩევებს. ამჯერად, მან წითელი ძაფის, როგორც დაცვის საშუალების შესახებ დაწერა.
„წითელი ძაფი - დაცვისა და განდევნის უძველესი საიდუმლო. ყველა ბოროტებას სიტყვით ვერ განდევნი. არის ენერგიები, რომლებიც კვანძით უნდა შებოჭო და იქ დააბრუნო, საიდანაც მოვიდა. ძველად ამბობდნენ: რაც დანით ვერ მოიჭრება, ის ძაფით უნდა შეიკრას ისე, რომ უკან აღარ დაბრუნდეს. წითელი ძაფი უბრალო სამკაული არ არის - ეს „დაცვის ძარღვია“, რომელიც ნებისმიერ ნეგატივს გზას უღობავს. როდის შევასრულოთ?
პრაქტიკისთვის საუკეთესოა სამშაბათი ან შაბათი. აუცილებელია სიჩუმე, მარტოობა და მტკიცე განზრახვა. რიტუალის მსვლელობა: აიღეთ წითელი, შალის ძაფი. დაიჭირეთ ხელებს შორის, დახუჭეთ თვალები და იგრძენით, როგორ გადადის ძაფში ყველაფერი მძიმე, წებოვანი და უცხო, რაც თქვენს ცხოვრებაშია.
ჩურჩულით თქვით: „ყველა ბოროტებას ვბოჭავ, ყველა მავნებელს ძაფში ვამწყვდევ. სხვისი - ჩემი არ არის. მე მისი გავლენის ქვეშ არ ვიქნები!“დაიწყეთ კვანძების შეკვრა. თითოეული კვანძი ბეჭედია: I კვანძი: „ბოროტებას ვკრავ.“ II კვანძი: „ბოროტებას ვაჩერებ.“ III კვანძი: „უკან ვაბრუნებ - იქ, საიდანაც მოვიდა.
ძაფი მარცხენა მაჯაზე შეიბით. კარგია, თუ ბოლო კვანძს თქვენი საყვარელი, სანდო ადამიანი დაგიფიქსირებთ. დაბოლოს, წარმოთქვით:„ამ კვანძით დაცული ვარ - არ გავტყდები. ამ ძაფით დაცული დავდივარ - ვერ მომწვდებიან. საიდანაც ბოროტი მოდიოდა, იმავე გზით წავიდა. კვანძით შეკრულია - სიტყვით დაბეჭდილია!“ მნიშვნელოვანია: ატარეთ მანამ, სანამ თავისით არ მოგძვრება.თუ ძაფი გაწყდა, ნუ შეგეშინდებათ - ეს ნიშნავს, რომ მან დარტყმა თავის თავზე აიღო და თავისი საქმე შეასრულა.“ - წერს თამუნა იოსელიანი.