„პიგმალიონის მახე: ჩვენი შვილები გვიყვარს, თუ მათგან გამოძერწილი ილუზიები?“ - რას წერს რამაზ გიგაური

ramaz gigaur

„პიგმალიონის მახე: ჩვენი შვილები გვიყვარს, თუ მათგან გამოძერწილი ილუზიები?“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:

„პიგმალიონის მახე: ჩვენი შვილები გვიყვარს, თუ მათგან გამოძერწილი ილუზიები?

ხშირად გვგონია, რომ შვილები უანგაროდ გვიყვარს, თუმცა სინამდვილეში ჩვენსავე გამოძერწილ იდეალებს ვეფერებით.

ძველბერძნული მითი პიგმალიონზე — მოქანდაკეზე, რომელსაც საკუთარი ხელით შექმნილი უნაკლო ქანდაკება შეუყვარდა და ცოცხალ ადამიანზე უარი თქვა — უბრალოდ ლამაზი ლეგენდა არ არის. ეს ჩვენი ყოველდღიური ფსიქოლოგიური მახეა, რომელშიც ყველაზე ხშირად სწორედ მშობლები ვებმებით.

რამდენჯერ გაგვივლია გულში: „მე არ გამომივიდა, მაგრამ მას აუცილებლად უნდა გამოუვიდეს“? ჩვენ შვილებს ხშირად აღვიქვამთ არა დამოუკიდებელ, თავისუფალ სულებად, არამედ ჩვენივე შეუსრულებელი ამბიციების გამოსაძერწ მასალად. ჩვენ ვქმნით „წარმატებულ პროექტს“ და გაუცნობიერებლად ვეუბნებით ბავშვს: მეყვარები მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს მოლოდინებს გაამართლებ და ამ უნაკლო შაბლონში ჩაჯდები“,- წერს რამაზ გიგაური.