1751744974
„მოსალოდნელია პირადი ცხოვრების შესახებ ჭორები და სკანდალები... წამოწყებული რომანები ხანგრძლივობით ვერ გამოირჩევა“ - ასტროლოგი ვენერას ტყუპებში ტრანზიტზე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პერიოდულად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ვენერას ტყუპებში ტრანზიტზე საუბრობს:
„ვენერას ტრანზიტი ტყუპებში
ზუსტად ამ წუთებში, როცა ამ პოსტს ვწერ, ვენერა ტოვებს კუროს (საკუთარი მმართველობის) ნიშანს და გადადის ტყუპებში, მერკურის ტერიტორიაზე. ასტროლოგიაში ეს მდებარეობა მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ პოზიციად ითვლება.
ტყუპების ზოდიაქო ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება, აქ გრძნობები შედარებით ზედაპირულია ხოლმე, და უფრო მსუბუქ ფლირტს ემსახურება, ვიდრე სერიოზულ, ღრმა ემოციებს. შეყვარება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ ეს ორი ადამიანი ინტელექტუალურად საერთო საფეხურზე დგას. სხვა შემთხვევაში ამ ტრანზიტის პერიოდში წამოწყებული რომანები ხანგრძლივობით ვერ გამოირჩევა. სამაგიეროდ ძველ ურთიერთობებში გულითადი საუბრების, ერთმანეთის მოსმენის ინტერესს აღვივებს.
ზოგადად ვენერას ტყუპებში ყოფნის დროს ადამიანები ადვილად შედიან კონტაქტში, უბრალოდ, თავშესაქცევად, ნაცნობობები იბმევა მგზავრობისას, მივლინებაში, ტურისტულ მოგზაურობაში, ლაშქრობაში ყოფნისას. აგრეთვე სამკითხველო დარბაზებსა თუ ლექციებზე. მეგობრული შეხვედრები და საუბრები ძალზე აქტუალური თემაა. დაძაბული ასპექტების პერიოდში საკმაოდ მოსალოდნელია ვიღაცეების პირადი ცხოვრების შესახებ ჭორების და სკანდალების გახმიანებაც. ამ დროს მოცემული დაპირებები მეტად და მეტად არასანდოა. ასე რომ სიფხიზლის მოდუნებას არ გირჩევთ.
სამაგიეროდ კარგი ურთიერთობები მყარდება ვენერას ტყუპებში ტრანზიტისას ახლო ნათესავებთან. შესაძლოა კონკრეტულ საქმეებში მიიღოთ მათი მხარდაჭერაც, როგორც მორალური, ასევე მატერიალური სახის.არც ის არაა გამორიცხული, რომ სწორედ თქვენ გაუწიოთ ახლობლებს ასეთი დახმარება .
ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები დიდი მომჭირნეობით ვერ გამოვირჩევით ხოლმე ამ პერიოდში, თუმცა როდესაც როცა ამის აუცილებლობა დგება ძალზე გამჭრიახ სვლებსაც ვაკეთებთ.
ვენერა ტყუპებში დარჩება 31 ივლისამდე“,- წერს ხათუნა ნოელი.