1784063331
მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ 14 ივლისის სავსემთვარეობა და მერკურის რეტროგრადულობის პერიოდი, ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ხელსაყრელია სახლის მოწესრიგების, ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებისა და წარსულში დაშვებული შეცდომების გადახედვისთვის.
მისი თქმით, ამ პერიოდში დაწყებული ცვლილებები სამომავლო გეგმების უკეთ ორგანიზებას შეუწყობს ხელს.
„დღეს სავსემთვარეობაა 14 ივლისს! მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში არის იდეალური გადაწყვეტილება: სახლის გენერალური დალაგება, უჯრებისა და სათავსოების, ზედმეტი ნივთებისგან თავის დაღწევა (ასევე ტოქსიკური ადამიანებისგან), ეს პერიოდი არის წარსულის გადახედვის, დალაგებისა და შეცდომების გამოსწორებისთვის საუკეთესო. გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე და „დაძარით“ ეს პროცესი, რომ თქვენმა 2027 წლისთვის გეგმები იდეალურ წესრიგში ,,დაგხვდეთ“ - წერს ასტროლოგი.










