დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს:
„26 ოქტომბერი - ძლიერი სავსემთვარეობა კუროს ნიშანში, რომელსაც „მონადირის მთვარეს“ უწოდებენ.
სავსემთვარეობა თავისთავად ყოველთვის ემოციურად დატვირთული პერიოდია, ამჯერად კი მას პლუტონთან დაძაბული ასპექტიც ახლავს.
პლუტონი ტრანსფორმაციისა და ცვლილებების მძლავრ პლანეტად მიიჩნევა. ამას ემატება ისიც, რომ სავსემთვარეობა მერკურის რეტროგრადულ პერიოდში დგება, რომელიც 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამასთანავე, რეტროგრადულია ვენერაც! ნამდვილად ფეთქებადი ნაზავია!
რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად?
სავსემთვარეობის დღეები ურთიერთობების თვალსაზრისით საკმაოდ დაძაბული შეიძლება აღმოჩნდეს.
შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან ისეთი სერიოზული საუბარი შედგეს, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. შესაძლოა, ოჯახურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების დროც დადგეს, განსაკუთრებით იმ თემებზე, რომლებიც დიდი ხანია გადაუჭრელი რჩება.
ნუ გაარკვევთ ურთიერთობებს ემოციების გავლენით და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მღელვარების ფონზე.
ნუ გაწყვეტთ ურთიერთობებს და ნუ დაასრულებთ საქმიან პარტნიორობას დაუფიქრებლად, თუ ამის გაცნობიერებული და სერიოზული მიზეზი არ არსებობს.
უმნიშვნელო მიზეზმაც კი შეიძლება გამოიწვიოს კამათი, კონფლიქტი და გაღიზიანება. პატარა ნაპერწკალი შესაძლოა დიდ ხანძრად იქცეს. ამიტომ აკონტროლეთ ემოციები!
მოერიდეთ დაპირისპირებასა და ურთიერთობების გარკვევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარღვეული ჰარმონიის აღდგენა შესაძლოა ძალიან რთული აღმოჩნდეს.
ეს ყველაფერი საქმეების დაგეგმვის დროსაც გაითვალისწინეთ.
თუ მოკლედ ვიტყვით, ამ პერიოდში უმჯობესია, სოციალური აქტივობა დროებით შეამციროთ.
ახალი საქმის დაწყებას სჯობს, უკვე დაწყებულ პროექტებს დაუბრუნდეთ, დაასრულოთ გადადებული საქმეები ან გამოასწოროთ ის, რაც გადასაკეთებელია.
გაითვალისწინეთ: ასტროლოგიური ტრადიციის მიხედვით, სავსემთვარეობის გავლენა ზუსტ თარიღამდე დაახლოებით სამი დღით ადრე იწყება და მის შემდეგაც დაახლოებით სამი დღე გრძელდება.
სავსე მთვარე სიმართლეს გამოაჩენს
უზარმაზარი მთვარე თითქოს ძლიერი პროჟექტორია, რომელიც დაფარულ სიმართლეს ნათელს ჰფენს.
სწორედ ახლა კუროს ენერგია გვიბიძგებს, გავუშვათ ის, რაც უკვე ამოწურულია და წარსულს ეკუთვნის, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს პროცესი.
საუბარი შეიძლება ეხებოდეს ტოქსიკურ ურთიერთობებს, მოძველებულ ვალდებულებებს ან ქცევის იმ მოდელებს, რომლებიც თავისუფლად სუნთქვასა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში გვიშლის ხელს.
ეს სავსემთვარეობა თითქოს საბოლოო ხაზის გავლებისკენ გვიბიძგებს.
აღარ მოგინდებათ შეგუება იმასთან, რაც აღარ გაკმაყოფილებთ.
კურო, როგორც საკუთრების, მატერიალური სტაბილურობისა და შინაური სიმყუდროვის ნიშანი, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თქვენი პირადი სივრცის მიმართ.
იზრუნეთ საკუთარ სახლსა და ენერგეტიკულ გარემოზე
მნიშვნელოვანია, ყურადღება დაუთმოთ თქვენს საცხოვრებელ სივრცეს და იზრუნოთ მის მოწესრიგებაზე.
ეს შეიძლება იყოს მარტივი, ყოველდღიური მოქმედებები:
მოაწესრიგეთ სახლი და ჩაატარეთ საფუძვლიანი დასუფთავება.
აანთეთ სანთლები და შექმენით მშვიდი, სასიამოვნო გარემო.
მოიშორეთ ყველაფერი, რაც სივრცეს ზედმეტად ტვირთავს.
მოერიდეთ ნეგატიურ გარემოსა და ემოციურად დამღლელ ურთიერთობებს.
მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ სხეულს, დასვენებასა და შინაგან სიმშვიდეს.
ეს არის დრო, როცა ძველს უნდა დაემშვიდობოთ და ახალს კარი გაუღოთ!
სავსემთვარეობა - მისტიკისა და საიდუმლოებების დრო
ეზოთერული წარმოდგენების მიხედვით, სავსემთვარეობისას სხვა განზომილებების პორტალები იხსნება.
მთვარის ციკლები უწყვეტად მიედინება და, ამ შეხედულების თანახმად, ჩვენ წინაშე ახალ ენერგეტიკულ დერეფნებსა და შესაძლებლობებს ხსნის, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია მომავალს თვალი შევავლოთ და შესაძლო მოვლენებზე დაფიქრება დავიწყოთ.
წინ ჯერ კიდევ რთული პერიოდი გველოდება. იმისთვის, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადავდგათ, ტაროს მინიშნებები შეიძლება დაგვეხმაროს საკუთარ კითხვებსა და მოლოდინებზე დაფიქრებაში.
სავსემთვარეობა ეზოთერულ ტრადიციებში ინტუიციისა და მისტიკური უნარების გააქტიურებას უკავშირდება.
ეს არის წარმოუდგენელი მაგიისა და საიდუმლოებების დრო!
ითვლება, რომ ასეთ ძლიერ დღეს ადამიანს განსაკუთრებული შესაძლებლობების აღმოჩენა და შინაგანი პოტენციალის უკეთ გაცნობიერება შეუძლია“,- წერს იოსელიანი.