დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სასჯელის სახით, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, დამატებით, დაეკისრა ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით.
ადვოკატი ლევან მახარაშვილი აცხადებს, რომ მიქაუტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება რომეო მიქაუტაძესთან, რომლის საფუძველზეც მას განესაზღვრა სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი იქნება, იმავე 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით“, - განაცხადა ადვოკატმა.