მარნეულელი თიკა შავაძე მშვილდოსნობაში თბილისის თასის ჩემპიონი და საქართველოს რეკორდსმენია

მშვილდოსანი

თბილისში, დიღმის სასროლეთზე, ახალგაზრდებს შორის გაიმართა ქ. თბილისის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მშვილდოსანმა გოგონამ, თიკა შავაძემ (პირადი მწვრთნელი- გიორგი გორდეზიანი) და 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თიკას შედეგი, (U15, 646 ქულა, 40 მეტრი) სასროლი დისტანციის და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში, სარეკორდო მაჩვენებელია.