„ჩამოწერეთ 8 სურვილი, უძლიერესი დღეა მათ ასასრულებლად...“ - გოგა მანია

გოგა მანია

გოგა მანია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს. ეზოთერიკოსის თქმით, 8 აგვისტო სურვილების ასასრულებლად უძლიერესი დღეა. 

გოგა მანია დაინტერესებულ ადამიანებს ურჩევს, თუ რა უნდა გააკეთონ დღეს, რომ სურვილები აუსრულდეთ.

„დღევანდელი დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ მანიფესტაციებისთვის. უძლიერესი დღეა სურვილების ასასრულებლად.

არავითარ შემთხვევაში, არ გამოიყენოთ დღეს მარკერი და კალამი - გამოიყენეთ ფანქარი. დღევანდელი დღე დაკავშირებულია ბუნებრიობასთან, გულწრფელობასთან, სიძლიერესთან - ამ ყველაფერთან ახლოს მხოლოდ ფანქარია. 

პირველ რიგში, ვიღებთ სუფთა ფურცელს, ვწერთ დღევანდელ თარიღს, სახელს და გვარს - შეგიძლიათ, ჩამოწეროთ რვა სურვილი, უკვე ასრულებულ მდგომარეობაში. მაგ; მე უკვე მაქვს. ჩამოწერეთ სურვილები, გადმოკეცეთ თქვენკენ სამჯერ, საფულეში არ შეინახოთ და არავითარ შემთხვევაში, საძინებელში. მომავალი თვის 8 რიცხვში, შეგიძლიათ დაწვათ და ფერფლი მიმოფანტოთ ხის ძირას, დაუყაროთ ყვავილებს...  დღევანდელი დღე ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს მანიფესტაციის დღედ. გისურვებთ სიკეთეს და კარგად ყოფნას. აუცილებლად გაუზიარეთ სხვებსაც, სიკეთე გადამდებია“, - ამბობს გოგა მანია. 

ნახეთ, ვიდეო: