1752091368
ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომელთათვისაც პლანეტა ურანის ტყუპების ნიშანში გადასვლა რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს

ურანი, მოულოდნელი ცვლილებებისა და თავისუფლების პლანეტა, 7 ივლისიდან კონსერვატიული კუროს ნიშნიდან ტყუპების ნიშანში გადავიდა და ახალი, 7-წლიანი ციკლი იწყება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა ნამდვილი კოსმოსური რევოლუციაა. აღნიშნული კომბინაცია ბევრ ადამიანს არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს უმზადებს, მათ შორის, მოულოდნელი გადაწყვეტილებები და მკვეთრი ცვლილება იქნება.
გავლენას თითოეული ადამიანი იგრძნობს. თუმცა, ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც პლანეტა ურანის ტყუპების ნიშანში გადასვლა სრულ ტრანსოფრმაციას გამოიწვევს. ეს ნიშნებია: ტყუპები, მშვილდოსანი, ქალწული და თევზები. მოემზადეთ, მომდევნო 8 წლის განმავლობაში ცხოვრების ყველა სფეროში რადიკალურ ცვლილებებს უნდა ელოდოთ. პლანეტა ურანი გაანადგურებს ყველაფერს, რაც მოძველებული და არასაჭიროა და გაგიხსნით გზებს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები დაგეგმოთ.
ტყუპები
იმიჯისა და სტილის სრულ ცვლილებას, ახალი ნიჭისა და შესაძლებლობების, ასევე ყველაფერში ექსპერიმენტების ჩატარების სურვილს უნდა ელოდოთ. შეიძლება, ვერც დაიჯეროთ, იმდენად კარგად წარიმართება ყველაფერი. მთავარია, იმოქმედოთ და პასუხისმგებლობების აღების არ შეგეშინდეთ. 7-წლიანი რთული, განსაცდელებით სავსე პერიოდის შემდეგ, დრამატული ცვლილებების დრო დგება. მოემზადეთ მოულოდნელი შემობრუნებებისთვის. პლანეტა ურანი თქვენს პიროვნებას მთლიანად გარდაქმნის. მიენდეთ ცხოვრების დინებას - დაუგეგმავი ცვლილებებიც კი უკეთესობისკენ მიგიყვანთ.
ქალწული
პროფესიულ სფეროში რადიკალური ცვლილებები, სტატუსისა და ავტორიტეტის ცვლილება, ასევე მოულოდნელი სამუშაო შეთავაზებები - პლანეტა ურანი თქვენს ჰორიზონტებს გააფართოებს და დიდი წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მოგცემთ. კარიერული წინსვლა, ახალ გარემოში გადასვლის შესაძლებლობა, სიახლეები პირად ცხოვრებაში - უბრალოდ, მოემზადეთ, რადგანაც პლანეტა ურანის ტყუპების ნიშანში გადასვლა თქვენთვის არაფერს დატოვებს ისე, როგორც აქამდე იყო. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. წინ ძალიან საინტერესო პერიოდი გელოდებათ.
თევზები
ცხოვრების პირობებში მოულოდნელი ცვლილებები, კარიერული წინსვლა და ოჯახური კავშირების შესაძლო დაშლა ან განმტკიცება გელოდებათ. გექნებათ შანსი, ძალიან დიდი თავგადასავლები დაგეგმოთ, ესტუმროთ ახალ ადგილებს, შეისწავლოთ რაღაც განსხვავებული, მოულოდნელად ჩამოშორდეთ იმ ადამიანებს, რომელთა შესახებაც არასწორი წარმოდგენა გქონდათ ან შეხვდეთ საინტერესო ხალხს. ყველაფერი შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. პლანეტა ურანი არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ... ვრცლად