5 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, სირთულეები თავიდან აირიდოთ და წარმატებას მიაღწიოთ

ასტროლოგია

ასტროლოგებმა თითოეული ჩვენგანისათვის 5 მნიშვნელოვანი რჩევა შეიმუშავეს, რომლებიც შესაძლოა, აგვისტოში განსაკუთრებით გამოგვადგეს და სირთულეები თავიდან ავირიდოთ:

რჩევა N1 – არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები
ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანები მომატებულ ემოციურობასა და შფოთვას გრძნობენ და ისეთ დეტალებზეც კი ამახვილებენ ყურადღებას, რომლებზეც, როგორც წესი, ნერვიულობა არ ღირს. შესაბამისად, მომატებული ემოციური ფონის გამო, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი იზრდება. ჯობს, რეტროგრადული მერკურის პერიოდში იმპულსური, დაუგეგმავი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შესაძლოა, შედეგით მომდევნო პერიოდში იმაზე უკმაყოფილო აღმოჩნდეთ, ვიდრე წარმოიდგენთ.

რჩევა N2 – შეზღუდეთ სოციალური ქსელების გამოყენების დრო

რეტროგრადული მერკურის პერიოდი ეკრანთან დროის შესამცირებლად შესანიშნავი პერიოდია. სოციალური მედიიდან არაერთ ნეგატიურ ინფორმაციას ვეცნობით. ამიტომაც, ჯობს, აღნიშნულ პერიოდში, როდესაც ემოციური ფონი ისედაც არასტაბილურია, ენერგია და რესურსები სხვა საქმეს დავუთმოთ. დავკავდეთ საყვარელი აქტივობით, წიგნების წაკითხვით, კულინარიითა თუ ჩვენთვის საინტერესო სხვა საქმით. სოციალური ქსელები კი მინიმალური დროით გამოვიყენოთ.

რჩევა N3 – გააკონტროლეთ თქვენი ხარჯები

მითოლოგიაში მერკური ვაჭრობისა და მოგების სიმბოლოა. ამიტომ, როდესაც ის რეტროგრადულ მდგომარეობაშია, ადამიანებს თანხის გაკონტროლება უჭირთ და იმპულსური შესყიდვებისკენ არიან მიდრეკილნი. შესაძლოა, აღნიშნულ პერიოდში ბევრი ისეთი რამ იყიდოთ, რაც სინამდვილეში არ გჭირდებათ. ამიტომ, ჯობს ხარჯები გააკონტროლოთ და იქამდე, ვიდრე რაიმეს შეიძენთ, კარგად დაფიქრდეთ, რეალურად გჭირდებათ თუ არა ის... სრულად