„სიცივიდან სიცხეში, სიცხიდან სიცივეში...“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1747213581
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
12 მაისი
კვირის დასაწყისი სახლის, ოჯახისა და ღირებულებების ენერგიას ატარებს. ეს არის დღე, როდესაც უნდა დაუბრუნდეთ თქვენს ფესვებს, არა მხოლოდ ოჯახის, არამედ საკუთარი ღირებულებების, საზღვრებისა და შეხედულებების თვალსაზრისითაც. შესაძლებელია წარსულიდან მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტი ან უძრავ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან და ოჯახურ ტრადიციებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი აწმყო წარსულთანაა დაკავშირებული და დროა, საბოლოოდ აირჩიოთ, რას დაუტოვებთ წარსულს და რის გარეშე გააგრძელებთ ცხოვრებას.
13 მაისი
ეს დღე მოულოდნელი ცვლილებებით იქნება სავსე. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, თითოეულმა ადამიანმა ე.წ. ემოციური ქარიშხალი იგრძნოს. შეიძლება, გარკვეულ წინააღმდეგობებს წააწყდეთ ან თქვენი გეგმები ისე არ განხორციელდეს, როგორც გსურდათ. მოულოდნელი ცვლილებები კი გაჩვენებთ, რა მიმართულებით უნდა განაგრძოთ წინსვლა.
14 მაისი
ამ დღეს ჯობს, საკუთარ თავთან დიდი დრო გაატაროთ, დრო შემოქმედებითობას, საყვარელი საქმის გაკეთებას დაუთმოთ და ენერგია აღიდგინოთ. ეს მოტივაციის პოვნაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
15 მაისი
ეს დღე თითოეული ადამიანისაგან მოთმინებასა და ნებისყოფის გამოვლენას მოითხოვს. შესაძლოა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართოს. ნუ ჩაერთვებით კამათში, მცირე უთანხმოებაც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ასევე, არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები. ვიდრე რაიმეს შეძენას ან გაკეთებას გადაწყვეტთ, საკუთარ თავს რამდენჯერმე ჰკითხეთ, ეს მართლა გჭირდებათ თუ - არა...ვრცლად