500, 700 და 800 ლარი ოჯახებს - ცნობილია ვინ მიიღებს ერთჯერად დახმარებას

ფული

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის თანხას დამატებით 300 ლარი ემატება.

რაც შეეხება ამბროლაურს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალშობილის ოჯახს ერთი ბავშვის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადად 500 ლარი ეძლევა, ტყუპების შეძენისას კი - 2 000 ლარი.

ცალკე პროგრამა მოქმედებს ახალდაქორწინებული პირებისთვისაც - დახმარება 1 000 ლარს შეადგენს. პროგრამით სარგებლობისთვის კონკრეტული სოციალური და სარეგისტრაციო პირობებია დადგენილი.

კერძოდ, ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ( ათასი) ლარის ოდენობით, გაიცემა ახალდაქორწინებულ პირზე, რომელიც ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001 - ს.

✕