მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ქვეშეთსა და საკრამულაში.
შესაბამისი ხელშეკრულება, ფონდმა ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან გააფორმა.
პროექტების ფარგლებში, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება ქვეშეთისა და საკრამულის სკოლების საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული სივრცეები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის შემდეგ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება.