ნუცა შანშიაშვილი

1779383573

„ამ დღეებში დაიდება ძალიან ლამაზი სიმღერა...“ - ნუცა შანშიაშვილი პრემიერისთვის ემზადება

ნუცა შანშიაშვილი გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს. მუსიკოსი ახალი სიმღერის პრემიერისთვის ემზადება, რომლის ავტორიც კომპოზიტორი სოფი რაფაელაა. მომღერალი სოციალური ქსელის მომხმარებლებს იმ ემოციაზე უყვება, რაც სიმღერის მოსმენისას დაეუფლა. „მთელი ჩემი ცხოვრება აწყობილია სიურპრიზებით, მოულოდნელი ამბებით და საერთოდ, ხელოვნება, თუ რამე შემიქმნია, ყველაფერი, ყოველთვის ხდებოდა სპონტანურად. გიყვებით 3 დღის წინანდელ ამბავს... მირეკავს გიორგი შალვაშვილი საქმესთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ, დავასრულეთ და მერე, მწერს უეცრად, რომ რაღაც სიმღერა უნდა ჩაგიგდო, შენ უნდა იმღეროო, შენი ხმა მესმის, რომ შენ გააკეთებ ამ სიმღერასო....მომდის სიმღერა, ჩავრთე, მოვუსმინე და გულ-ღვიძლი ამომიტრიალდა, ემოციამ შემიპყრო - დამამონა იმან, რასაც მოვუსმინე. ეს არის ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი, ბერძენი-ქართველი კომპოზიტორი სოფი რაფაელა, ტექსტის ავტორიც თვითონ არის - გადმომიგზავნა გამზადებული მუსიკა.პრემიერას დაელოდეთ, ამ დღეებში დაიდება ახალი სიმღერა, რომელიც ჩემ სულს შეეხო და მერე განვიხილოთ... დავდებ და გაგიზიარებთ ამ მაგარ, ქართულ, ძალიან, ძალიან ლამაზ სიმღერას „მათენდება“ -  ავტორი სოფი რაფაელა; ტექსტი, მუსიკა, ვოკალი ჩემი; არანჟირება დავით ალავიძე - დაგველოდეთ“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი. ნახეთ, ვიდეო:

ბზიკები

1778616572

„ბზიკების“ გამოსვლა ევროვიზია 2026-ის ნახევარფინალში

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება. პირველ ნახევარფინალში ასევე მონაწილეობს „დიდი ოთხეულის“ ორი ქვეყანა: გერმანია და იტალია.წლევანდელი, 70-ე ევროვიზია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტარდება.ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ტრადიციულად პირველი არხის ეთერში გადაიცემა.2026 წლის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს გაიმართება. ევროვიზიაზე წელს სულ 35 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

კვარას დუბლი

1777408287

VIDEO | ხვიჩა დაფრინავს - კვარამ ბაიერნს დუბლი შეუსრულა

ხვიჩა კვარაცხელიამ ბაიერნს მეორე გოლი გაუტანა და ანგარიში 4:2 გახადა. 

კვარა ბაიერნთან

1777404981

VIDEO - ხვიჩა კვარაცხელიამ ბაიერნს გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბაიერნს გაუტანა და ანგარიში 1:1 გახადა. 

კვარაცხელია

1776879047

VIDEO - ხვიჩა კვარაცხელიამ ნანტს გაუტანა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნანტს“ გაუტანა და პსჟ 1:0 დააწინაურა.  Kvaratskhelia penalty 🔥pic.twitter.com/vSdXoGuy0e — 𝐏𝐒𝐆𝐈𝐍𝐓 (@PSGINT_) April 22, 2026

მიტროპოლიტი საბა

1775587309

პატრიარქმა დაწერა ბრძანება, მეორე დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მეუფე შიო გამოაცხადა ტახტის მოსაყდრედ, ეს ყველაფერი ხდება 9 წლის წინ 2017 წელს - მიტროპოლიტი საბა

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა პატრიარქის მოსაყდრე შიოს მხარდაჭერას უცხადებს.მიტროპოლიტმა საპატრიარქო კანდიდატის შესახებ დღეს, ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას ისაუბრა. „პატრიარქმა დაწერა ბრძანება, რომელიც მეორე დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მან ამ ტაძარში მეუფე შიო გამოაცხადა ტახტის მოსაყდრედ. ეს ყველაფერი ხდება 9 წლის წინ, 2017 წელს.მეტი რა უნდა თქვას და გააკეთოს პატრიარქმა, რომ ჩვენ მივხვდეთ, რა იყო მისი სურვილი, მისი ნება და რა არის საერთოდ ნება ღვთისა.ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რატომ აირჩია პატრიარქმა მეუფე შიო, ძალიან ბევრი კრიტერიუმების გამო. ასე ვფიქრობ, რომ ის ალბათ აკეთებდა შედარებას თავის ცხოვრებასთან, თავის განვლილ დროსთან. ჯერ ერთი, კი არავის ვერჩი, ღმერთმა დამიფაროს, ჩემთვის ყველა ძვირფასია და ყველასთან ჩემი ურთიერთობები მაქვს, წლები მაკავშირებს, მაგრამ პატრიარქს ჰქონდა ეს ხასიათი, ეს, არ ვიცი, რა დავარქვა ამას. აი, შეხედეთ მეუფე შიოს, პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია და სასიამოვნოა მისი ყურება, მასთან ურთიერთობა, მისი ქადაგება, მისი სიტყვა, მისი განათლება, მისი სულიერება.“, - აცხადებს მიტროპოლიტი საბა.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

სახლი

1774852891

რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.4 ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას, 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს.ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა სააგენტო, აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასებას აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. თითოეულ ოჯახს, კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი ქულა ენიჭება. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კომისია განსაზღვრავს რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი ადგილზე გაეცნენ.

რობოტი თეთრ სახლში

1774457888

VIDEO: თეთრ სახლში სამიტი გახსნა რობოტმა, რომელიც მონაწილეებს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულად მიესალმა

თეთრ სახლში სამიტი გახსნა რობოტმა, რომელიც მონაწილეებს სხვადასხვა ენაზე მიესალმა, მათ შორის - ქართულადაც.მელანია ტრამპის მიწვევით, სამიტზე იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის პირველი ლედები, მათ შორის საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი.დისკუსიების მიზანია ციფრულ ეპოქაში ბავშვთა კეთილდღეობის მიმართ ქვეყნების პირველ პირთა მეუღლეების მხარდაჭერის შეფასება და მათ საერთო ვალდებულებებზე მსჯელობა.

კვარა

1765995802

„ქართველი შეუჩერებელია!“ – კვარას გოლი „ფლამენგოს“ კარში

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ ეთამაშება.პირველი ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა – 1:0.შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონატიც.ნახეთ, ვიდეო:

ირაკლი კობახიძე

1765912509

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობების განვითარების გაღრმავებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ეს ეხება ტრანზიტს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავშირებადობის, ტრანზიტის შესაძლებლობები განვითარდეს.„ეს წარმატებით ვერ განხორციელდება შუა აზიის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან სომხეთთან თანამშრომლობის გარეშე და ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ვიზიტს, რომელიც მე მქონდა თურქმენეთში. მე მქონდა ასევე ყაზახეთის პრეზიდენტთან საუბრის შესაძლებლობა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან საუბრის შესაძლებლობა. ეს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ კუთხით, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. გვქონდა საუბარი ყველა მიმართულებით თანამშრომლობაზე, იქნება ეს თურქმენული გაზის ტრანზიტი, აზერბაიჯანი, თუ ყაზახეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, უზბეკეთი თუ ა.შ. ჩვენ ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის უწყებრივ დონეებზე შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე

1764145577

LIVE: პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დაიწყო. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესის ფარგლებში იმყოფება.უმაღლესი განათლების რეფორმა, 6,5-მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიცია და „იგლ ჰილსთან“ ერთად განსახორციელებელი პროექტი - ეს ის საკითხებია, რომელზეც ირაკლი კობახიძე ისაუბრებს.აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, პარლამენტის სასახლეში მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

ხანძარი

1762778814

ხანძარი თბილისში - ვითარება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.როგორც უწყებაში განმარტეს, ამ დროისთვის დაშავებულებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუღიათ.