„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის სიცოცხლის წარმოშობის პროცესში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი — ემბრიონის საშვილოსნოზე მიმაგრება — აღბეჭდეს. შეიძლება ითქვას, მათ ადრეული განვითარების ერთგვარი "შავი ყუთი" გახსნეს. ეს მიღწევა, შესაძლოა, უშვილობის მკურნალობაში დაგვეხმაროს.
ოდესღაც ყველა უჯრედების თავისუფლად მოტივტივე გროვა ვიყავით, რომელიც "სახლს" ეძებდა. სირთულეების მიუხედავად, ჩვენმა ემბრიონებმა დედის ორგანიზმთან მიმაგრება მოახერხეს. ეს მოვლენა, რომელსაც იმპლანტაცია ეწოდება, საშვილოსნოს სიღრმეში ხდება.
მეცნიერებს აქამდე მხოლოდ იმპლანტაციის რამდენიმე მომენტალური სურათი ჰქონდათ გადაღებული. ულტრაბგერითი კვლევით ემბრიონის დანახვა მხოლოდ მიმაგრებიდან რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი.
ახალი სისტემის დახმარებით მეცნიერები ამ პროცესს (რომელიც ლაბორატორიაში მიმდინარეობდა და არა ნამდვილ საშვილოსნოში) ახლოდან დააკვირდნენ. მათ კოლაგენზე დაფუძნებული მატრიქსი შექმნეს, რომელიც ქსოვილის უჯრედშორისი ნივთიერების მსგავსია და საშვილოსნოს გარემოს წააგავს. ცაიტრაფერული გადაღებები აჩვენებს, როგორ შეიჭრნენ ემბრიონები მასში და ერთგვარი ჩაღრმავება წარმოქმნეს შემდგომი განვითარებისთვის.
"პირველად შევძელით, ადამიანის ემბრიონის იმპლანტაციას დინამიკურად დავკვირვებოდით", — აცხადებს კვლევის უფროსი ავტორი სამუელ ოხოსნეგროსი, ბარსელონის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის ბიოინჟინერი.