სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ კოსმოსში - მეცნიერების ახალი აღმოჩენა
1783965803
აშშ-ში თვითმფრინავების ინოვაციური მოდელების შექმნისათვის კომპანიებს Crystal Cabin Awards-ის ჯილდოები გადასცეს. გამარჯვებული გახდა პროექტი, რომელმაც ეკონომ კლასის ფრენებისათვის ორ სართულიანი ინტერიერი შექმნა. ამის შესახებ გამოცემა CNN წერს.
პროექტის სახელია Chaise Longue Economy. დიზაინერები დიდი ხანია ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოათავსონ უფრო მეტი მგზავრი სალონში ისე, რომ მგზავრობა ყველასათვის კომფორტული იყოს.
Chaise Longue Economy-ის პროექტის ავტორია 21 წლის ალეხანდრო ნუნეზ ვისენტე. მის მიერ შექმნილი პროექტი სავარძლების სხვადასხვა დონეზე განთავსებას ითვალისწინებს. ბარგის სათავსოები მოიხსნება და მათ ადგილს სავარძლები დაიკავებს. მგზავრები კი ბარგის სავარძლების ქვეშ მოათავსებენ. სავარძლის დიზაინი ასევე გვთავაზობს რეგულირებად საზურგეს და კეფის საყრდენს დამატებითი კომფორტისთვის.



