მეცნიერებმა ოკეანის სიღრმეში სიცოცხლის უჩვეულო ფორმები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ოკეანის სიღრმეში სიცოცხლის უჩვეულო ფორმები აღმოაჩინეს

მოლუსკების ფენები, ყინულის მსგავსი ბაქტერიებისგან შემდგარი ხალიჩები და ჭიების მინდვრები - ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია სიცოცხლის იმ ექსტრემალური ფორმებისა, რომლებიც მსოფლიო ოკეანის სიღრმეში ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს.

ჩინელ მკვლევართა ჯგუფმა სიცოცხლის ეს უჩვეულო ფორმები წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, 9 კილომეტრის სიღრმეზე პილოტირებული წყალქვეშა აპარატის Fendouzhe მეშვეობით გადაიღო, რომელსაც 10 კილომეტრის სიღრმეზე რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლია მუშაობა.