„სიცივიდან სიცხეში, სიცხიდან სიცივეში...“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1747213581
10 მაისს, დედამიწაზე კოსმოსური ზონდი Kosmos 482 ჩამოვარდა. მან ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ნახევარი საუკუნე გაატარა.
Roscosmos-ის, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ზონდი ატმოსფეროში თბილისის დროით 10:24-ზე შემოვიდა. იგი ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა, კერძოდ ჯაკარტის დასავლეთით, ინდონეზიასთან ახლოს. როგორც ჩანს, Kosmos 482-ის დაბრუნებას ზიანი არ მოუტანია.
ჩვენს ატმოსფეროში ზონდის დაფიქსირებაც მოხერხდა, როცა მან რომს ჩაუარა. ეს ასტრონომმა ჯანლუკა მასიმ შეძლო.