1745440671
Clone Robotics-მა წარადგინა რობოტი, რომელსაც ადამიანივით მოძრაობა შეუძლია - მას მხრების აჩეჩვა და მუშტის შეკვრაც კი შეუძლია

რობოტექნიკის მწარმოებელი კომპანია Clone Robotics-მა Protoclone-ის ახალი ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა. მას ბიონიკური კუნთები აქვს, შეუძლია მხრების აჩეჩვა და მუშტის შეკვრაც კი.
კომპანიის ინჟინრების მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ შექმნან ისეთი რობოტები, რომლებიც მაქსიმალურად ჰგვანან ადამიანებს. Protoclone-ს „ანატომიურად ყველაზე ზუსტ რობოტს“ უწოდებენ. ის ადამიანის ჩონჩხის მიხედვითაა შექმნილი, კომპანიის საფირმო ტექნოლოგიის მეშვეობით კი ამ ტიპის რობოტს ადამიანის მოძრაობების გამეორება შეუძლია.
ადამიანის მსგავსად Protoclone-ს 206 „ძვალი“ აქვს, რომელიც პოლიმერისგან არის დამზადებული. კომპანიამ ამ ტექნოლოგიას 2021 წელს მიაგნო და ამ ეტაპზე ეს ერთადერთი ხელოვნური კუნთია მსოფლიოში, რომელსაც მსგავსი მოქნილობა, სისწრაფე და ძალა აქვს.
კომპანიაში განაცხადეს, რომ რობოტი ასევე აღჭურვილი იქნება ასობით ჩამრთველით, თუმცა ის შეხებას ან ტკივილს ვერ იგრძნობს. რობოტის თავის არეში მხედველობისთვის ოთხი კამერაა განთავსებული, 400-მდე ჩამრთველი კი მისი სახსრების და კუნთების მუშაობისთვისაა განკუთვნილი.
კომპანიაში განაცხადეს, რომ Protoclone-ს შეეძლება ადამიანივით სიარული, საოჯახო საქმეების შესრულება, მათ შორის საჭმლის მომზადება, ასევე ხელის ჩამორთმევა და გონებამახვილი დიალოგის წამოება.