1761825060
VIDEO: ,,პრაიმ ჰაუსის" 3 აუტსაიდერი ცნობილია
 
                                                                ,,პრაიმ ჰაუსში" აუტსაიდერების დასახელების დღე იყო.
რეალითი შოუს მონაწილეებმა, ერთმანეთს მოწონება - არმოწონების ნიშნები დაუწერეს, რომლითაც სამი აუტსაიდერი გამოვლინდა.
,,პრაიმ ჰაუსის“ კვირის აუტსაიდერები არიან: კოსტა, გურამი და ბაგირა.
დასახელებული სამი აუტსაიდერიდან, შაბათის ლაივზე, ერთ-ერთი მათგანი პროექტს დატოვებს.
გამოვლინდა კვირის ბოსი და ის ისევ თამაზა იქნება, თუმცა პროექტის წესების მიხედვით, ის მომდევნო კვირას, აუტსაიდერს ვეღარ დაასახელებს.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    











