7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775503379
მსახიობი, ფილმების და სერიალების ქასტინგის რეჟისორი ნოშრე ფელინი [პაატა ქვლივიძე] დამწყებ მსახიობებს რჩევას აძლევს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
„დამწყებ მსახიობებს ჩემგან უფასო რჩევა !!!
გემუდარებით
ნუ გაიკეთებთ ტატუს ნურსად , მით უმეტეს კისერზე ობობას ან ბუჩქიდან მომზირალ მგელს ,
ნუ დაიბერავთ ტუჩებს, ყვრიმალებს, ძუძუებს, დუნდულებს
ნუ მოიჭრით ცხვირს და ნუ დაბოტოქსდებით ,
ვინაიდან პარაფინის სახე არც ერთ რეჟისორს არ სჭირდება , ხშირად სწორედ ამის გამო დაბლოკილა ესა თუ ის მსახიობი ,
მერწმუნეთ თქვენი ნაოჭები , ის კაუჭა თუ უსწორმასწორო ცხვირი და ზოგადად ის თქვენი ნატურალური ნაკვთები ქმნიან თქვენს ინდივიდს, რაც ეგრერიგად საინტერესოს გხდით
P.s რა თქმა უნდა ეს რჩევაა და თქვენი ნებააა, შეგიძლიათ გაიკეთოთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი, უბრალოდ არავის დასჭირდებით
მადლობა ნახვამდის“, - წერს ფილმების და სერიალების ქასტინგის რეჟისორი სოციალურ ქსელში.
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775503379
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264