1753297679
წყვილმა ტაიფუნის გამო, დატბორილ ეკლესიაში იქორწინა (ფილიპინები)

ფილიპინებში, წყვილმა ტაიფუნის გამო დატბორილ ეკლესიაში იქორწინა.
CNN-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტაიფუნმა Wipha-მ სერიოზული პრობლემები შექმნა და შენობების დიდი ნაწილი, მათ შორის ეკლესიაც დაიტბორა, წყვილმა ქორწილის გადადება არ ისურვა.
ცუდი ამინდის მიუხედავად, მეგობრებისა და ნათესავების ნაწილმა ცერემონიაზე დასწრება მოახერხა. მათი თქმით, ქორწილი საკმაოდ ექსტრაორდინარული გამოვიდა.