1745440671
წერილი წარსულიდან - ბაჰამის სანაპიროზე 1976 წელს დაწერილი წერილი გამოირიყა

ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთ სანაპიროზე, ძმებმა იპოვეს წერილი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ - 1976 წელსაა დაწერილი.
როგორც ირკვევა, წერილის ავტორი მასაჩუსეტსის შტატში მცხოვრები მოსწავლე - 14 წლის პიტერ ტომპსონია, რომელიც მაშინ ოკეანოგრაფიის კურსს გადიოდა. ბიჭი წერილში წერს, რომ ბოთლში ჩადებული ფურცლის ოკეანეში გადაგდება პროექტის ნაწილია და მპოვნელს სთხოვს, წერილი დაუბრუნოს.
ძმებმა "პეპსის" ბოთლში ნაპოვნი წერილის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელეს. ავტორიც მალე გამოჩნდა.
"გასაოცარია. თითქმის 50 წლის შემდეგ გავიდა, ამიტომ გასაოცარია...", - ამბობს ტომპსონი და დასძენს, რომ წერილის შესახებ არაფერი ახსოვს.