მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
დედოფალი ელისაბედი პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილს პირველად შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დედოფალი პატარა ლილიბეტს გოგონას ერთი წლის აღსანიშნავ დაბადების დღეზე ნახავს.
როგორც ცნობილია, ლილიბეტის დაბადების დღის ცერემონია ფროგმორის კოტეჯში, უინძორების სასახლისგან მოშორებით, გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პრინც ჰარი და მეგან მარკლი ლილიბეტის დაბადების შემდეგ (2021 წლის 4 ივნისი) გაერთიანებულ სამეფოს მხოლოდ ერთხელ - აპრილში ეწვივნენ.