„დღეს გავიგე ეს მაგარი ამბავი...“ - რას წერს ავთო აბესლამიძე
1792695600
საგურამოსთან, სოფელ ბიწმენდში ხევია ადიდებული, რომელიც სოფლის შუა ჩამოედინება. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ორი საცხოვრებელი სახლია დატბორილი.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები.
როგორც უწყებაში "პრაიმტაიმს" განუცხადეს, მოსახლეობის ნაწილი უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების გამო უკავშირდება. თითოეულ შემთხვევაზე დაუყოვნებლივი რეაგირება მიმდინარეობს.
"მოსახლეობის ნაწილი უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების გამო გვიკავშირდება. თითოეულ შემთხვევაზე დაუყოვნებლივი რეაგირება მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები." - აცხადებენ უწყებაში.
ნახეთ ვიდეო - რა ხდება საგურამოსთან
(ფოტო ზოგადი)