კვლევებით ყველაზე სუსტი ჯანმრთელობის თაობა გამოავლინეს - რომელ წლებში დაბადებულებზეა საუბარი
1765707282
რუსთავში, მე-14 მიკრორაიონში, მეზობელმა სამკერვალოს უჩივლა - ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
აღმოჩნდა, რომ ქალს საკერავი მანქანის ხმა აწუხებდა. ობიექტი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული, მომჩივანი კი მესამე სართულზე ცხოვრობს.
გამოცემის ცნობით, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ადგილზე დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით, სამკერვალოში, სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ხმა დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა.