ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
ბრიტანელი მსახიობი ჯოზეფ ქუინი, რომელიც აშშ-ში ჯიმი ფელონის „საღამოს შოუში“ მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, აეროპორტში მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქუინმა ინციდენტის შესახებ ფელონის სტუდიაში მოყვა. მსახიობის თქმით, ის აეროპორტში დააკავეს და 20 წუთით შეაყოვნეს. ამის შემდეგ ოფიცერმა მას აშშ-ში ჩასვლის მიზეზის შესახებ ჰკითხა, თუმცა როდესაც ახალგაზრდა მსახიობმა თქვა, რომ ცნობილ კომიკოსთან ინტერვიუზე მიდიოდა, მას უბრალოდ არ დაუჯერეს.
„შემდეგ ოთახში სხვა თანამშრომელი შემოვიდა, შემომხედა და კოლეგას უთხრა: „დაანებე ედის თავი. ეს ედია, „ძალიან უცნაური ამბებიდან“, - იხსენებს ქუინი.
როდესაც ოფიცრები დარწმუნდნენ, რომ მათ წინაშე მართლაც ცნობილი მსახიობია, მას პასპორტი დაუბრუნეს და გაუშვეს.
ჯოზეფ ქუინი Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, „ძალიან უცნაური ამბების“ მეოთხე სეზონში ედი მენსონის როლს ასრულებს.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775503379