1751744974
PHOTO: ხვიჩა კვარაცხელიას ახალი სახლი ნეაპოლში - სად იცხოვრებს ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი

ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli.it-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლის ცენტრში, კერძოდ, „ვია ტასოს“ ქუჩაზე ცხოვრობს.
„კვარა" შესანიშნავი პროფესიონალია, მოედნის გარეთ სერიოზული და თავმდაბალი ბიჭია. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ სამწუხარო ფაქტი მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მოთამაშეს მანქანა მოჰპარეს, ამის შემდეგ ხვიჩა დროებით ნეაპოლში ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ახლა ახალი სახლი აქვს.
კვარაცხელია ნეაპოლის ცენტრში, „ვია ტასოს“ ქუჩაზე იცხოვრებს. საცხოვრებელი ადგილი უზრუნველყოფილია 24-საათიანი დაცვითა და პარკინგით“.- წერს გამოცემა.
ნახეთ ხედები ↓

„სუხიშვილები“ ინფორმაციას ავრცელებს
1751747334