1773348202
„მადლობა უფალს, რომ გამომიგზავნა ადამიანი, რომლის გარეშეც სუნთქვაც კი არ შემიძლია. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ მოვკვდებოდი...“ - მარიამ შუკაკიძე
მოდელი და ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს, ცოტა ხნის წინ ქმარს გაშორდა და ამის შესახებ გამომწერებს თავად განუცხადა.
მარიამმა ცოტა ხნის წინ, ინსტაგრამზე მორიგი სიახლე გაუზიარა გამომწერებს და მათ ახალი რჩეული გააცნო.
„დიდი მადლობა ყველას, ვინც იზიარებს ჩემს სიხარულს. უამრავი კითხვებია, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებ. მადლობა უფალს, რომ გამომიგზავნა ადამიანი, რომლის გარეშეც სუნთქვაც კი არ შემიძლია. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ მოვკვდებოდი. იმდენად რთული პერიოდი გავიარე.
გული მტკივა უამრავი ჭორების გამო, რომელიც ვრცელდება. არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა იყო და როგორ იყო.
მთავარია ახლა ყველაფერი კარგად არის, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
აქვე დავამატებდი იმ ხალხის მოგონილ ზღაპრებს, რომლებიც ავრცელებდნენ რომ მოხუცს გავყევი ცოლად, მატერიალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების გამო. გეტყვით რომ ის ძალიან ახალგაზრდაა წარმატებული, ჭკვიანი და საოცარი პიროვნებაა.
დრო ყველაფერს გასცემს პასუხს, არ მაქვს ბრაზი და ბოღმა არავის მიმართ. მე დღეს ნამდვილად ბედნიერი ვარ!" - წერს მარიამ შუკაკიძე.











