ნანუკა ჟორჟოლიანი 3 დღით დააკავეს
1779185035
უნგრეთში, ქალაქ საზჰალომბატაში გზაზე მოულოდნელად გამომხტარმა კურდღელმა ელექტროსკუტერით მიმავალი კაცი წააქცია. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზარალებული დანიელ კოვაჩი აღმოჩნდა. ის საათში 35 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა.
„ერთმანეთს მაშინ შევეჯახეთ, როცა ის ჩემი თავის სიმაღლეზე იმყოფებოდა. საჭე მეჭირა, მაგრამ მიწაზე დაცემისას ხელი გავუშვი. უბრალოდ გაოცებული დავრჩი, რომ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია“, - იხსენებს კაცი.
ჩაფხუტმა და დამცავმა ეკიპირებამ ის სერიოზული დაზიანებებისგან დაიცვა. ასფალტზე დაცემის შედეგად დანიელმა მხოლოდ დაბეჟილობები მიიღო. კურდღელი კი არ დაშავებულა - ინციდენტის შემდეგ ის მაშინვე უკან, მინდორში გაიქცა.