რა ვიდეო გამოაქვეყნა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ბიჭმა, რომელიც ცოლმა მოკლა
1755978946
ახალგაზრდა წყვილის, მათე ბარკალაიასა და სალომე სალაყაიას ვიდეომ სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა. როგორც ცნობილია, მათე ბარკალაიას და მის საცოლეს მამამ გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა. ამბავი იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ საჩუქარი წყვილს ბიზნესმენმა მშობლებისა და ბებია-ბაბუის საფლავზე გადასცა. მათე ბარკალაიასა და მისი რჩეულის, სალომე სალაყაიას ნიშნობა, გელა ბარკალაიას მშობლებისა და ბებია-ბაბუის საფლავზე გაიმართა.
„16 აგვისტოს დედაჩემის გარდაცვალების დღეა. სენაკში პატივს ვცემთ მის ხსოვნას“, - წერდა ბიზნესმენი საკუთარ გვერდზე.
თუმცა რამდენიმე თვის უკან, მათე ბარკალაიამ რჩეულს ხელი ამსტერდამში სთხოვა, როგორც სალომე სალაყაიას მიერ გავრცელებული პოსტიდან ხდება ცნობილი, წყვილს 4-წლიანი სიყვარულის ისტორია აქვს. 22 წლის მოდელის, სალომე სალაყაიას ცხოვრება ახლა განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ბევრი არაფერია ცნობილი მისი განათლებისა და ოჯახის შესახებ, თუმცა ხშირად აზიარებს კადრებს რჩეულთან ერთად და ამასთანავე იგი მოდელი და ინფლუენსერია.
ამჯერად სალომე სალაყაია სოციალურ ქსელში ხშირად დასმულ კითხვას პასუხობს.
„რადგან ყველა მეკითხება - ცრემლის ფორმის, 350CC, კუნთის ქვეშ, 5 თვე ოპერაციის შემდეგ, რაც შეიძლება ბუნებრივი გზით", - წერს მოდელი. სალომე სალაყაია ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის შესახებ საუბრობს, მაგრამ არ განმარტავს, კონკრეტულად რა სახის ჩარევაზე წერს.