ევროპის ერთ-ერთ ქალაქში „გოჭების ჭყივილის იმიტაციის“ ჩემპიონატი გაიმართა

გოჭები

ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართა ჩემპიონატი, სადაც მონაწილეები გოჭების ჭყივილის იმიტაციაში ეჯიბრებოდნენ. ამის შესახებ Metro წერს.

მონაწილეები ერთმანეთს შესრულების რეალისტურობითა და ხმის სიძლიერით ეჯიბრებოდნენ. გამოსვლებს აფასებდნენ ექსპერტები - მეღორეები. გამარჯვებულმა პრიზად მიიღო ნახევარი ღორის ხორცი და ასევე ძეხვი.