„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
ჟურნალ „სარკესთან" მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მისი და კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილის შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, ბოლო დროს, კომპოზიტორთან პირადი ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ დედამისმა მაიასთან უკვე ყველაფერი გაარკვია.
„პირადად მაიასთან არ მქონია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დედაჩემმა მასთან ყველაფერი გაარკვია. ჩემთვის არავის დაუწერია სიმღერა უფასოდ. მაიასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ამ სიმღერის შემდეგაც დამიწერა რამდენიმე, ამიტომ მართლა არ ვიცი, რაში დასჭირდა ასე ლაპარაკი. ჩემს ცხოვრებაში იმდენი პოზიტიური და კარგი რამ ხდება, ნამდვილად ვერ გამოვეკიდები, ვინმე რაიმეს თუ არასწორად იტყვის…" - ამბობს ნუცა ბუზალაძე.