„ჩემი პირველი სიყვარული დაიბადა დღეს!“ – თათია შარანგია უფროსი ვაჟიშვილის იუბილეს აღნიშნავს

თათია შარანგია

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია უფროსი შვილის იუბილეს აღნიშნავს. ედუარდ შევარდნაძე 15 წლის გახდა და როგორც თატია წერს, ვაჟიშვილის სიტყვა ძალიან პატივსაცემია.

„დღეს ჩვენი დღეა - ედუსი და ჩემი!!! ჩემი და ედუსი!

ჩემი პირველი სიყვარული დაიბადა დღეს! მადლობა ღმერთს, რომ მე გამხადა ღირსი, ვყოფილიყავი ასეთი ნანატრი ბიჭის დედა! მუცლად ყოფნის დროს, ძალიან ბევრს რომ მირტყამდა ფეხებს, რას წარმოვიდგენდი, რომ მომავალ ფეხბურთელს, დაბადება ეჩქარებოდა. ერთად გავიზარდეთ დედი და მგონი კარგად აღვზარდეთ ერთმანეთი.

15 წლის არის და მისი სიტყვა ჩემთვის, ძალიან პატივსაცემია.

ჩემო უნიჭიერესო ყოველმხრივ, პირველ რიგში დაბადებულო ადამიანად, ჩემო მშრომელო, ჩემო გულწრფელო, ჩემო უბოროტო ბიჭო, ღმერთმა დამილოცოს შენი მომავალი - მრავალჟამიერ“,- წერს თათია შარანგია.