ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია, რომ ზელენსკი ტრამპთან და მაკრონთან ერთად, წინა რიგში მდგარიყო - წერს The Telegraph.
პროტოკოლის თანახმად, მსოფლიო ლიდერები ფრანგული ენის ანბანური თანმიმდევრობით, თავიანთი ქვეყნის სახელწოდების მიხედვით უნდა დასხდნენ. უკრაინის პრეზიდენტის რანგში ვოლოდიმირ ზელენსკი წესით მესამე რიგში, ან უფრო უკან უნდა მჯდარიყო, თუმცა ის რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე, წინა რიგში იმყოფებოდა.
"როგორც ჩანს, ვატიკანმა სპეციალური ღონისძიებები გაატარა იმისათვის, რომ ზელენსკისთვის მნიშვნელოვანი ადგილი მიენიჭებინა ცერემონიაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები ფრანგული ენის ანბანური თანმიმდევრობით უნდა მსხდარიყვნენ თავიანთი ქვეყნების სახელწოდების მიხედვით." წერს გამოცემა