მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ატლანტაში მომღერალ მერაია ქერის სახლი გაძარცვეს. ქურდობის ფაქტი ივლისში მოხდა, მომღერალი ამ დროს იტალიაში ისვენებდა , - ინფორმაცია ამის შესახებ Page Six-მა გაავრცელა.
მერაია ქერიმ, ატლანტაში მდებარე სახლი გასულ წელს 6 მილიონ დოლარად შეიძინა.
პოლიციამ დაადასტურა ბინაში შეჭრის ფაქტი, მაგრამ იმის გამო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, მეტი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა წაიღეს ქურდებმა სახლიდან. თავად მომღერლის ოფიციალური წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.