17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
ირუ ხეჩანოვი, რომელიც საქართველოს „ევროვიზიაზე“ წარადგენს, ლივერპულში უკვე გაემგზავრა. მან ინტერვიუ მისცა ჟურნალ „თბილისელებს“, სადაც მოგების სურვილზე საუბრობს:
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვიგებ, რადგან მაქსიმუმს ვაკეთებ და გულშემატკივართა უდიდესი არმიაც მიმაგრებს ზურგს. სხვათა შორის, წინასწარი გამოკითხვებით, წელს საქართველოზე ძალიან დიდი გამოხმაურებებია, რაც ძალიან მიხარია. ერთი სული მაქვს, სცენაზე დავდგე და ჩემი ქვეყანა ვასახელო, წარმატება მოვუტანო.
ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი გოგო ვარ. რამდენ კონკურსშიც მიმიღია მონაწილეობა, აბსოლუტურად ყველგან მომიგია, არც ერთი კონკურსი არ წამიგია და ისეთი გეზი მაქვს აღებული, არც წავაგებ (იცინის)“.