1777147303
„22 წელი ელოდებოდა, რომ ხელს სთხოვდა... დღეს ქორწილია!“ - ზურა შევარდნაძე
„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, ფლორისტი ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში პოზიტიურ ამბავს აზიარებს.
„ფუნიკულიორზე ვარ, ქორწილს ვაფორმებ. 22-წლიანმა სიყვარულმა გამოიღო შედეგი და ჩვენი თინა გავათხოვეთ. 22 წელი ელოდებოდა, რომ ხელს სთხოვდა.
საბოლოოდ გაიმარჯვა სიყვარულმა და დღეს ქორწილია“, - ამბობს ზურა შევარდნაძე ვიდეოში.











